logo
ENG



მედიის წარმომადგენლები რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით პარლამენტისკენ მიემართებიან

08 დეკ 202416:47
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/08/hct2k0c34j1081v.png
მედიაჩეკერი

მედიის წარმომადგენლები რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით პარლამენტის შენობასთან მიემართებიან.

ჟურნალისტები, ოპერატორები, ჩართვის ოპერატორები და მედიის სხვა წარმომადგენლები აქციას მედიის მიმართ ტერორისა და რეპრესიების გასაპროტესტებლად მართავენ.

გუშინ, ტვ პირველის რეპორტიორებს, ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს გიორგი შეწირულს ბესიკის ქუჩაზე ტიტუშკები თავს დაესხნენ, ორივე მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი. 

ამასთან, ჟურნალისტ მაკა ჯანაშიას, რომელმაც ბესიკის ქუჩაზე ტვ პირველის ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის კადრები გადაიღო, ე.წ. ტიტუშკები სასტიკად გაუსწორდნენ.

საპროტესტო აქციების განმავლობაში, სპეცრაზმელებისა თუ ე.წ. ტიტუშკების მხრიდან თავდასხმამ არაერთი ჟურნალისტის ფიზიკურად დაზიანება გამოიწვია. 

 

 

close დახურვა