logo
ENG



პრეზიდენტი: ელჩებთან გავაპროტესტე EU-ის ელჩისა და დე ფაქტო საგარეო მინისტრის ხელის ჩამორთმევა

11 დეკ 202410:34
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/11/u64lpymkjhlq44z.jpg

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ გუშინ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრა EU-ის ელჩის პაველ ჰერჩინსკისა და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის ხელის ჩამორთმევის გაპროტესტებით დაიწყო. ამის შესახებ ის X-ზე წერს და მისი და ელჩების შეხვედრის ფოტოებს აზიარებს. 

"რაც არ არის ნათქვამი, არის ის, რომ მე (შეხვედრა) დავიწყე ძლიერი პროტესტით ევროკავშირის ელჩსა და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს შორის აღმაშფოთებელი ხელის ჩამორთმევის გამო. ჩემი შექება ამას ვერ აანაზღაურებს"- წერს ზურაბიშვილი. 

11 დეკემბერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი ევროკავშირის ელჩსა და საქართველოში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებს შეხვდა.

10 დეკემბერს დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის ელჩს საქართველოში პაველ ჰერჩინსკის შეხვდა.


close დახურვა