საპოლიციო ძალებმა აქციის კიდევ ერთი მონაწილე, გიორგი შატბერაშვილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს.
ინფორმაციის თანახმად, დაკავებული რუსთაველის გამზირიდან სახლში ბრუნდებოდა, თუმცა გზაში პოლიციელებმა აიყვანეს.
მას ოჯახის წევრები 2 საათის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ. მოგვიანებით კი მის ცოლს შეატყობინეს, რომ გიორგი შატბერაშვილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს.