სამართლიანი არჩევნები განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით ჩატარდა.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ, არლეგიტიმური პარლამენტის ნებისმიერი გადაწყვეტილება, მათ შორის პრეზიდენტის არჩევნების თარიღის დანიშვნა და მისი არჩევა, უკანონო და არაკონსტიტუციურია.
"25 ნოემბერს „ქართული ოცნების“ მიერ მოწვეულ პარლამენტის პირველ სხდომაზე პარლამენტის წევრების უფლებამოსილება ისე იქნა ცნობილი, რომ პარლამენტის სამანდატო კომისია არ დაელოდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტისა და 30 დეპუტატის მიერ წარდგენილი საკონსტიტუციო სარჩელის თაობაზე, რომლითაც გასაჩივრებული იყო 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგების კონსტიტუციურობა. საქართველოს კონსტიტუციით, პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის თაობაზე პარლამენტის დადგენილებაში არ შეიტანება იმ პირის გვარი, რომლის პარლამენტის წევრად არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის წევრების საკონსტიტუციო სარჩელით გასაჩივრებული იყო პარლამენტის 150-ვე წევრის არჩევის კანონიერება, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო ამ სარჩელზე გადაწყვეტილებას არ მიიღებდა, ახალი პარლამენტი უფლებამოსილებას ვერ შეიძენდა"- ნათქვამია განცხადებაში.
ქართულმა ოცნებამ მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტად დასვა. არჩევნები ერთპარტიულ არჩევნებში დღეს, 14 დეკემბერს ჩატარდა. ყაველაშვილი ერთადერთი კანდიდატი იყო.
ყაველაშვილს 224-მა ხმოსამა დაუჭირა მხარი. ბათილად გამოცხადდა ერთი ბიულეტენი. ადა მარშანიამ ყაველაშვილს მხარი არ დაუჭირა.