logo
ENG



კობახიძე, მდინარაძე, წულუკიანი, სამხარაძე, ცაცუა, ცეკვავა - ვინ დაასანქცირა ესტონეთმა

16 დეკ 202413:16
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/16/kjr5x9p9cyu8v8f.jpg

ცნობილია ქართული ოცნების წევრებისა და მოსამართლეების სია, რომლებიც ესტონეთმა გუშინ, 15 დეკემბერს დაასანქცირა. დასანქცირებულია 14 ადამიანი. 

მათი სია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.

  1. კობა ჩაგუნავა - მოსამართლე
  2. გიორგი გაბიტაშვილი - გენერალური პროკურორი
  3. ნინო ენუქიძე - მოსამართლე
  4. კახა კალაძე - ქართული ოცნების გენერალური მდივანი, თბილისის მერი
  5. კოკა კაციტაძე - სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი
  6. ირაკლი კობახიძე - პრემიერმინისტრი
  7. გრიგოლ ლილუაშვილი - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
  8. მამუკა მდინარაძე - ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე
  9. ლელა მილდენბერგი - მოსამართლე
  10. დიტო სამხარაძე - პარლამენტის წევრი
  11. ლელა ცაგარეიშვილი - მოსამართლე
  12. მანუჩარ ცაცუა - მოსამართლე
  13. ზვიად ცეკვავა - მოსამართლე
  14. თეა წულუკიანი - პარლამენტის წევრი

close დახურვა