ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. ინფორმაცია ფორმულას ქართული ოცნების პრესსამსახურში დაუდასტურეს.
დამატებითი დეტალები შეხვედრაზე ცნობილი არაა.
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე ვიზიტით საქართველოში იმყოფება. ბერსე შეხვდა დე ფაქტო პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს, ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს და ომბუდსმენ ლევან იოსელიანს.
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრასაც გეგმავს.