logo
ENG



გახარია ორი ბანკის გადაწყვეტილებაზე: მისასალმებელი პირველი ნაბიჯია... ყინული დაიძრა

19 დეკ 202419:42
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/19/52avge2fxwjw910.jpg

პარტია საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია ამბობს, რომ ორი მსხვილი ბანკის გადაწყვეტილება, აქციებზე დაზარალებული მოქალაქეებისთვის თანხა გამოყონო, "მისასალმებელი პირველი ნაბიჯია". როგორც მან ფორმულას დღეში თქვა, "ყინული დაიძრა".

"ორი ბანკის გადაწყვეტილება მეუბნება იმას, რომ ეს არის ფრთხილი, მაგრამ ძალიან მისასალმებელი პირველი ნაბიჯი. მე მესმის მათი მდგომარეობა, ეს სისტემური ბანკებია... მათდამი ფრთხილი დამოკიდებულება ქვეყნის ეკონომიკის ინტერესებიდან გამომდინარე, ეკონომიკური სტაბილურობის და ფინანსური სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე, მესმის, რომ რაოდენობა საერთოდ არ უნდა გავზომოთ. ის, რომ პირველი ნაბიჯი გადაიდგა, მერწმუნეთ, ყინული დაიძრა. ამის შემდეგ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება", - თქვა გიორგი გახარიამ.

რაც შეეხება იმას, რომ საქართველოს ბანკი და თიბისი ბანკი ამ დრომდე არ შეუერთდნენ Freebusiness.ge-ს განცხადებას, გახარიას განმარტებით, მათ მეტის გაკეთება დღეს არ შეუძლიათ.

"ჩვენ კი გვინდა მეტი, ველოდებით მათგან მეტს, მაგრამ მათ, ობიექტურად, მეტი არ შეუძლიათ იმიტომ, რომ რომ გამოვიდნენ და სუბიექტური ქცევა, მსგავსი სისტემური ბანკების, საკმაოდ რისკის შემცველია. [...]

რატომ ვთქვი ბანკების შემთხვევაში, რომ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს და ყინული დაიძრა, ეს ის სექტორია, განსაკუთრებით ეს ორი ბანკი, რომ სჯობს პატარ-პატარა ნაბიჯებით, მაგრამ თანმიმდევრულად. მერწმუნეთ. ძალიან რთულ მაკრო-ეკონომიკურ და ფინანსური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვან ფაზაში შევდივართ, ვიღაცებს ჰგონიათ, რომ საახალწლოდ კურსი გამყარდა, მაგრამ..." - განაცხადა ყოფილმა პრემიერმინისტრმა.

დღეს, ორმა უმსხვილესმა ბანკმა - საქართველოს ბანკმა და თიბისი ბანკმა - განცხადება გაავრცელეს, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე ერთობლივად 5 000000 ლარს გამოყოფენ. თანხა მიმართული იქნება დაზარალებული მოქალაქეების, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად.


close დახურვა