logo
ENG



კობახიძე ირწმუნება, რომ ეუთო/ოდირი "არჩევნებს აღიარებს"

20 დეკ 202422:50
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/20/ehftu01klhi1jom.jpg

ირაკლი კობახიძე 26 ოქტომბრის არჩევნბეთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის კრიტიკულ ანგარიშსს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეუთო-ოდირი ისევე, როგორც ქართული საზოგადოება არჩევნებს აღიარებს.

კობახიძის მტკიცებით, OSCE/ODIHR-ის დასკვნიდან გამომდინარე, საპარლამენტო არჩევნები თავისუფალი და კონკურენტული იყო.

"მთლიანობაში ხედავთ, რომ ეუთო-ოდირი აღიარებს არჩევნებს, ასევე ქართული საზოგადოება აღიარებს არჩევნებს. ეს არის მთავარი. პირველი, ვინც აძლევს ლეგიტიმაციას არჩევნებს, ეს არის ქართველი ხალხი, თქვენ ხედავთ, რომ ქართველი ხალხი აღიარებს არჩევნების ლეგიტიმაციას.

ეს არის ის ხალხი, რომელმაც 54%-ით აირჩია „ქართული ოცნება", ამასთან ერთად, მნიშვნელოვანი იყო ეუთო-ოდირის დოკუმენტიც და მადლობა კიდევ ერთხელ ეუთო-ოდირს, რომელმაც სათანადოდ შეაფასა საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები", - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძემ ეუთო/ოდირს საპარლამენტო არჩევნების "სათანადოდ შეფასებისთვის" მადლობა გადაუხადა.

"მინდა, მადლობა გადავუხადო ეუთო/ოდირს, რომელმაც მიუხედავად თავდასხმებისა, სათანადოდ შეაფასა საპარლამენტო არჩევნები. მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ეუთო/ოდირი გამოთქვამს მზადყოფნას, ითანამშრომლოს საქართველოს არჩეულ ხელისუფლებასთან საარჩევნო გარემოსა და პროცედურების შემდგომი გაუმჯობესებისათვის", - თქვა კობახიძემ.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR) საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიშს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ არჩევნები შემაშფოთებელ ფონზე მიმდინარეობდა

ამასთან, დასკვნაში საუბარია ხმის ფარულობის დარღვევისა და ამომრჩეველზე ზეწოლაზე. მათივე ცნობით, არჩევნები OSCE/ODIHR-ის მიერ გაცემული რეკომენდაციებით და სტანდარტებით არ ჩატარებულა.

რაც შეეხება არჩევნების ლეგიტიმურობის ცნობასა და შედეგების აღიარებას, ეუთოს განცხადებით, ეს მათი მანდატი არ არის.

"ჩვენი მანდატი არ გულისხმობს არჩევნების აღიარებას ან ცნობას, ამის ნაცვლად ODIHR უზრუნველყოფს ყოვლისმომცველ და მიუკერძოებელ შეფასებას საარჩევნო პროცესის შესახებ უნივერსალურ პრინციპებზე, საერთაშორისო ვალდებულებებსა და დემოკრატიული არჩევნების ჩატარების ვალდებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც ყველა ეუთოს სახელმწიფომ აიღო. ეს საშუალებას აძლევს ამომრჩევლებს, თავად შეაფასონ არჩევნების ხარისხი. ოფისი ასევე მზად არის მხარი დაუჭიროს საარჩევნო პროცესის მონაწილეებს ამ საკითხების მოგვარებაში არჩევნების შემდგომი დიალოგისა და კონკრეტული ქმედებების გზით", - ხაზგასმულია ანგარიშში.

 


close დახურვა