logo
ENG



გერმანიამ საქართველოსთან 237 მილიონი ევროს ღირებულების პროექტები შეაჩერა

23 დეკ 202421:32
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/23/zfduyeubk4t55ar.png

გერმანიამ საქართველოსთან 237 მილიონი ევროს ღირებულების პროექტები შეაჩერა. ამის შესახებ გერმანიის ელჩი საქართველოში პიტერ ფიშერი X-ზე წერს.

"გერმანიამ, სინანულით, საქართველოსთან 237 მილიონი ევროს ღირებულების პროექტები შეწყვიტა.

გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრო და მინისტრი სვენია შულცე საქართველოს მიერ ევროკავშირისკენ გზის დატოვებასა და საპროტესტო აქციების წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებაზე რეაგირებენ. შევაჩერეთ მწვანე წყალბადის, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის და ბათუმში წყლის ინფრასტრუქტურის დაფინანსება. სამოქალაქო საზოგადოებისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა გრძელდება"- წერს პიტერ ფიშერი.


close დახურვა