logo
ENG



ფოთში ჟურნალისტსა და სამოქალაქო აქტივისტ ელისო ჯანაშიას ფიზიკურად გაუსწორდნენ

23 დეკ 202422:43
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/23/ofgb84q3kkgnch5.jpg

ფოთში ჟურნალისტსა და სამოქალაქო აქტივისტს ელისო ჯანაშიას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე კულტურულ საგანმანათლებლო ცენტრ, სოციალურ საწარმო, ლიმენაში მოხდა.

ელისო ჯანაშიას თქმით, მას თავს უცნობი ქალები დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ის მომხდარს მის სამოქალაქო პოზიციას, საპროტესტო აქციების ორგანიზებას და სხვა აქტივობებს უკავშირებს.

ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო დახმარება და პოლიცია.


close დახურვა