logo
ENG



29 დეკემბერს ინაუგურაციის გამო პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს

26 დეკ 202410:46
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/26/7pct8d73hdod0hs.jpg

29 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიის გამართვის მიზნით, პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს - ვიზიტორებს შენობაში შესვლა ეზღუდებათ.

ღონისძიების გაშუქების მსურველმა მედიასაშუალებებმა სპეციალური აკრედიტაციის მისაღებად პარლამენტს უნდა მიმართონ. ერთ მედიასაშუალებაზე გაიცემა არა უმეტეს ორი ჯგუფის აკრედიტაცია.

 ***

29 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის შენობაში, ქართული ოცნების ხმოსნების მიერ არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია გაიმართება.

დე ფაქტო ხელისუფლებამ ყაველაშვილი პრეზიდენტად 14 დეკემბერს აირჩია.

 

close დახურვა