logo
ENG



აბრაჰამი: ვაიმარის სამკუთხედის საგარეო საქმეთა მინისტრები ახლა თბილისში უნდა წავიდნენ

29 დეკ 202415:22
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/29/83i147czij2vepz.jpg

გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) დეპუტატი, კნუტ აბრაჰამი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკს მოუწოდებს, რომ ვაიმარის სამკუთხედის საგარეო საქმეთა მინისტრები თბილისში უნდა ჩავიდნენ. ის ამ ინფორმაციას X-ზე ავრცელებს.

„პატივცემულო მინისტრო ბერბოკ, ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანაში, საქართველოში სიტუაცია დღითიდღე უარესდება. ვაიმარის სამკუთხედის (საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი) საგარეო საქმეთა მინისტრები ახლა თბილისში უნდა წავიდნენ. საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის რეზოლუცია და ბალტიისპირეთის გამოცდილება წინსვლის გზას გვიჩვენებს", - წერს აბრაჰამი.

 

close დახურვა