რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მორიგ ჯერზე იწონებს ქართული ოცნების პოლიტიკას და ამბობს, რომ “ქვეყნის ხელისუფლება ყველაფერს ხვდება და აშენებს სუვერენულ პოლიტიკას, რათა არ გახდეს დასავლეთის ხელში პაიკი და წინ წაიწიოს”.
ეს მან რუსულ პროპაგანდისტულ და სამთავრობო მედიასთან TASS-თან ინტერვიუში თქვა.
“აშშ და ევროკავშირი ცდილობენ, საქართველო მცდარი დილემის წინაშე დააყენონ: ჩვენთან ერთად ან ჩვენს წინააღმდეგ. ამასთან, საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ჩანს, სურს სუვერენული პოლიტიკის შექმნა, რომელიც უპასუხებს ეროვნულ ინტერესებს და არ [სურს] დასავლეთის ხელში პაიკად ყოფნა, რომელიც საქართველოს დესტაბილიზაციისკენ, ეკონომიკური პრობლემებისკენ, რუსეთთან ურთიერთობების გამწვავებისკენ უბიძგებს. მე არ მეპარება ეჭვი, რომ ქართველ ხალხს ყველაფერი ესმის და წინ წავა”, - თქვა ლავროვმა.