logo
ENG



რეპრესიული კანონი

30 დეკ 202420:21
3 წუთის საკითხავი
 

ივანიშვილმა ყაველაშვილი ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტად დასვა, შემდეგ კი მისი გამოყენებით რეპრესიული კანონები აამოქმედა. ყაველაშვილს ფიცის დადების დღესვე მოაწერინეს ხელი მოქალაქეების უფლებების შემზღუდავ დოკუმენტებზე.  სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა, პრევენციული დაკავება, გზის გადაკეტვა და სხვა აკრძალვა მხოლოდ ნაწილია იმ კანონმდებლობისა, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას ბოლომდე ანადგურებს. ყაველაშვილის ხელმოწერით ამოქმედდება ცვლილებების კიდევ ერთი მიმართულება, რომელიც საჯარო დაწესებულებებს ეხება. ახალი კანონმდებლობა საჯარო მოხელეებს რეჟიმის წინაშე სრულიად დაუცველს ტოვებს.   

 


close დახურვა