განახლება: მერიამ თავდაპირველი ინფორმაცია შეცვალა და განაცხადა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ახალი წლის ღამეს 03:00 საათამდე იმუშავებს.
გასული წლებისგან განსხვავებით, ახალი წლის ღამეს თბილისში მეტროსა და ავტობუსების სამუშაო საათები არ გახანგრძლივდება - თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის ინფორმაციით, მეტრო 00:00 საათზე დაასრულებს მუშაობას და არ შეიცვლება ავტობუსების სამუშაო განრიგიც.
მერიის სატრანსპორტო სამსახურში ამბობენ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამუშაო დრო არ გახანგრძლივდება, ვინაიდან გალაკონცერტი დაგეგმილი არ არის.
მათივე ცნობით, მეტრო 03:00 საათამდე იმუშავებს 6 იანვრის ღამეს და მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.
მოქალაქეები ახალი წლის შეხვედრას რუსთაველის გამზირზე აპირებენ. ახალი წლის ჯადოსნური საპროტესტო ღამე პროევროპული საპროტესტო აქციების უწყვეტი ციკლის ნაწილია, რომელიც საქართველოში 28 ნოემბრიდან დაიწყო.