ირაკლი კობახიძის განკარგულების მიხედვით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კარლო კაციტაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნება, ხოლო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს არჩევნებამდე დანიშნული სახელმწიფო დაცვა გაუხანგრძლივდა.
როგორც ცნობილია, განკარგულება 26 დეკემბრით თარიღდება.
ცესკო-ს თავმჯდომარისთვის სახელმწიფო დაცვის დანიშვნის თაობაზე დადგენილებაში წერია, რომ კალანდარიშვილს სახელმწიფო დაცვა გაუგრძელდება 2025 წლის პირველი იანვრიდან, პირველ ივლისამდე პერიოდში.
რაც შეეხება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისთვის სახელმწიფო დაცვის დანიშვნას, განკარგულებში აღნიშნულია, რომ კაციტაძეს "2025 წლის პირველ ივლისამდე პერიოდში, შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე საჭიროების გასვლამდე, სახელმწიფო დაცვის მინიმალური სტანდარტების შესაბამისად" სახელმწიფო დაცვა დაენიშნება.