logo
ENG



სალომე ზურაბიშვილი პოლონეთს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას ულოცავს

02 იან 202515:18
3 წუთის საკითხავი
 
2025/01/02/y5plryzamb9t68l.jpg

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლონეთს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას ულოცავს.

"ვულოცავ პოლონეთს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ გახდომას. გისურვებთ წარმატებას ამ მნიშვნელოვან როლში. საქართველოდან, ჩვენ მოუთმენლად ველით ქართველი ხალხისა და ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებებისა და განვითარების მიმართ თქვენს უწყვეტ მხარდაჭერას", - წერს სალომე ზურაბიშვილი.

პოლონეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა პირველ იანვარს გახდა. ის მომდევნო 6 თვის განმავლობაში ევროკავშირის საბჭოს უხელმძღვანელებს.

პოლონეთმა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა უნგრეთისგან გადაიბარა.


close დახურვა