BBC-ის ცნობით, აშშ-ში, სამხრეთ კალიფორნიაში მცირე ზომის თვითმფრინავი ავეჯის საწარმოს შენობას შეეჯახა, სადაც 200 ადამიანი მუშაობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავიაკატასტროფის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა. ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის ცნობით, ჩამოვარდნილი თვითმფრინავი ერთძრავიანი Van's RV-10-ია.
ამასთან, უცნობია, ვინ არიან დაღუპული ადამიანები - საწარმოს თანამშრომლები, თუ თვითმფრინავის ბორტზე მყოფები.
თვითმფრინავი ფულერტონის მუნიციპალური აეროპორტიდან აფრენიდან ორ წუთზე ნაკლებ დროში ჩამოვარდა - ავიაკატასტროფის მიზეზებს სატრანსპორტო უსაფრთხოების ეროვნული საბჭო იძიებს.