თბილისის ყოფილი მერი და პარლამენტის სამი მოწვევის დეპუტატი, ნიკო ლეკიშვილი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ლეკიშვილი 1990-1991 წლებში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი იყო - 1991 წლის 9 აპრილს ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე.
1993-1995 წლებში ნიკო ლეკიშვილს თბილისის მერის თანამდებობა ეკავა.
ამასთან, პარლამენტის სამი მოწვევის დეპუტატი იყო:
- 1992-95 წლების მოწვევის პარლამენტში იყო დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატი;
- 1999-2004 წლებში იგი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი იყო.
- 2004-08 წლებში კი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს ხელმძღვანელობდა.