კანადის პრემიერმინისტრი ჯასტინ ტრუდო თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ტრუდო დარჩება პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებლად იქამდე, სანამ ახალ კანდიდატს არ შეარჩევენ.
ტრუდომ ასევე შეაჩერა კანადის პარლამენტის მუშაობა 24 მარტამდე.
ჯასტინ ტრიუდო კანადის პრემიერმინისტრის თანამდებობას 2015 წლიდან იკავებს. იგი ამ პოსტზე მესამე ვადით იმყოფებოდა. 2013 წლიდან იყო კანადის მმართველი ლიბერალური პარტიის ლიდერი.