logo
ENG



ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოში ვიზიტი შეაჩერა

06 იან 202521:12
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების იზოლაცია ღრმავდება. რეჟიმთან კომუნიკაციას ყველა თავს არიდებს. ეგრეთ წოდებული ხელისუფლება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ჩამოსვლას ელოდებოდა. ქართული ოცნება ცდილობდა, ეს საზოგადოებისთვის შეესაღებინა, როგორც საერთაშორისო აღიარების მაგალითი და ამ მიმართულებით პროპაგანდა მთელი ძალით აამოქმედა, რასაც მალევე მოჰყვა ივანიშვილის გუნდისთვის იმედგაცრუება. პია კაუმამ ვიზიტი გააუქმა. ასამბლეის პრეზიდენტმა გაითვალისწინა მოწოდებები საქართველოდან, ასევე ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსებისგან.


close დახურვა