საქართველოს ორ მოქალაქე საოკუპაციო რეჟიმის პატიმრობაში იმყოფება. ერთ-ერთი ალექსი მამულიაა - გორის სამხედრო ჰოსპიტლის ექიმი, მეორე დაკავებული კი ვანო ჯაფიაშვილია. ორივეს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს. საქართველოს მოქალაქეები სოფელ ნიქოზიდან გაიტაცეს. რას ედავება საოკუპაციო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებს და რა გარემოებებში გაიტაცეს ისინი- ფორმულამ დეტალების დაზუსტება ცადა.