logo
ENG



პატრიარქის საშობაო გზავნილები

07 იან 202521:09
3 წუთის საკითხავი
 

გზავნილები პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში - არალეგიტიმური ხელისუფლების თანამდებობის პირების თანდასწრებით წაკითხულ ტექსტში ერთ-ერთი მთავარი აქცენტი დაცემული ადამიანის შესახებ დაისვა. ყურადღება განსაკუთრებით მიიქცია ფრაზამ - "ეძებდა და კვლავაც ეძებს იგი სიცოცხლის გახანგრძლივების გზებს. იგონებს სხვადასხვა მეთოდს, რომ შეიქმნას კეთილდღეობის ილუზია, მაგრამ ამაოდ". ეპისტოლეში წერია, რომ ასეთი ადამიანი ათეიზმს აფარებს თავს. საზოგადოებაში განსჯის საგანი გახდა, თუ ვინ იგულისხმეს ეპისტოლეში. ვინ არის დღევანდელ რეალობაში დაცემული ადამიანი, რომელიც სიცოცხლის გახანგრძლივების გზებს ეძებს.


close დახურვა