logo
ENG



ირაკლი მიმინოშვილი სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას უჟანგბადობის გამო შეუძლოდ გახდა

11 იან 202513:45
3 წუთის საკითხავი
 
2025/01/11/j74acraj2ol9zvh.jpg

თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის მიმდინარეობისას ირაკლი მიმინოშვილი, რომელსაც მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებიან, უჟანგბადობის, უჰაერობის გამო შეუძლოდ გახდა.

მიმინოშვილმა აღნიშნული მიზეზით სასამართლო დარბაზი დატოვა და მოსამართლემ პროცესი 15 წუთით შეაჩერა.

მანამდე, მოსამართლემ სხდომის დიდ დარბაზში გადატანის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

 

close დახურვა