logo
ENG



რეჟისორი დევიდ ლინჩი გარდაიცვალა

16 იან 202522:24
3 წუთის საკითხავი
 
2025/01/16/1vu8o7nyh7i5bqi.jpg

ამერიკელი რეჟისორი, მსახიობი და მუსიკოსი, დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

„მსოფლიოში ახლა დიდი ხვრელია, როცა ის ჩვენთან აღარ არის", - განაცხადა ლინჩის ოჯახმა.

გამოცემა Variety-ის ცნობით, 2024 წელს ლინჩს ფილტვის ემფიზემის დიაგნოზი დაუსვეს.

ლინჩი ცნობილი იყო მის მიერ გადაღებული სხვადასხვა ფილმით, როგორიცაა Blue Velvet, Twin Peaks, Mulholland Drive, The Elephant Man, Eraserhead.

დევიდ ლინჩი იყო კანის ფესტივალის ოქროს პალმის რტოსვენეციის ფესტივალის ოქროს ლომის, ასევე, ფრანგული ცეზარის მფლობელი.

ლინჩის ფილმები ოსკარზე 4-ჯერ იყო ნომინირებული.


close დახურვა