logo
ENG



მეუფე მელქისედეკი უკრაინის ეკლესიაზე:როდემდე უნდა გავითვალისიწინოთ რუსეთის ინტერესები?

14 ოქტ 201918:39
3 წუთის საკითხავი
 
eqb0bz43i2jt2nv.png

"რატომ უნდა გავითვალისწინოთ რუსეთის ინტერესები?"-ასე პასუხობს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი, ჟურნალისტების შეკითხვას უკრაინის ავტოკეფალიის აღიარებასთან დაკავშირებით. კითხვაზე, საქართველოს მიერ ავტოკეფალიის აღიარების გაჭიანურება, უკავშირდება თუ არა რუსეთს, მეუფე პასუხობს:

"როდემდე უნდა გავითვალისიწინოთ რუსეთის ინტერესები ჩვენ და რატომ უნდა გავითვალისიწინოთ? ისინი არ ითვალსიწინებენ ჩვენსას არაფერს."

შეგახსენებთ, რომ რამდნიმე დღის წინ საბერძნეთმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა. დღეს დილიდან ამ თემაზე განცხადებები კეთდებოდა მცხეთაში, სადაც სვეტიცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავდნენ.

მეუფეების ნაწილი, უკრაინას მხარს უჭერს, თუმცა ამ მხარდაჭერის ოფიციალურად გაფორმებას ჯერ არავინ ჩქარობს. მეტიც, მღვდელმთავრები ამბობენ, რომ ეს საკითხი ადვილად ვერ მოგვარდება.

საპატრიარქოს ოფიციალური პოზიცია ამ დრომდე არ არის ცნობილი.  სავარაუდოდ, ის არც უახლოეს მომავალში გახდება საჯარო, რადგან მეუფეები სინოდის შეკრებას ელოდებიან.

 


close დახურვა