logo
ENG



სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპ უმცროსის მიწვევით წინასაინაგურაციო წვეულებას დაესწრო

18 იან 202510:29
3 წუთის საკითხავი
 
2025/01/18/la4bnh7wthk108i.jpeg

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აშშ-ში ტრამპის ადმინისტრაციის წევრების ნაწილი გაიცნო. ერთ-ერთი მათგანი მომავალი სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიოა. ამის შესახებ ინფორმაცია რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ X-ზე გამოაქვეყნა.

"მოხარული ვარ ორი დიდი პატრიოტის - პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შეხვედრით, რათა დაიცვან აშშ-საქართველოს ძლიერი ურთიერთობა და დაამარცხონ ივანიშვილის ტირანული რეჟიმი", - წერს უილსონი.

ასევე, ჯო უილსონის ცნობით, ზურაბიშვილი მომავალ თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეტს შეხვდა.

ამას გარდა, ჯო უილსონის განცხადებით, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპის შვილიც გაიცნო.

მოხარული ვიყავი, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი გავაცანი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შვილს. ორი საოცარი ადამიანი, რომლებიც მუშაობენ მსოფლიოში ბევრი სიკეთისთვის", - წერს უილსონი.


close დახურვა