logo
ENG



ზურაბიშვილი: წინასაინაგურაციო შეხვედრაზე მნიშვნელოვან პირებს ხალხის მოთხოვნები გადავეცი

18 იან 202518:20
3 წუთის საკითხავი
 
2025/01/18/mgtyecdxjp8aoym.jpg

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინასაინაგურაციო წვეულებას დონალდ ტრამპ უმცროსის მიწვევით დაესწრო. ის მომავალი ადმინისტრაციის წევრებს გაეცნო და ქართველების მთავარი მოთხოვნა გადასცა - ახალი არჩევნები.

ამის შესახებ ზურაბიშვილმა X-ზე დაწერა.

"მე მქონდა პატივი, დავსწრებოდი GOP-ის წინასაინაგურაციო მიღებას დონალდ ტრამპ უმცროსის მოწვევით. ეს შესაძლებლობა გამოვიყენე, რათა ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის მნიშვნელოვანი პირებისთვის გადამეცა ქართველი ხალხის გადაუდებელი მოწოდება: ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საჭიროება", - წერს ზურაბიშვილი.


close დახურვა