logo
ENG



ეგზიტპოლის თანახმად, 87.6%-ით ბელარუსის პრეზიდენტად ისევ ლუკაშენკო დარჩება

26 იან 202521:29
3 წუთის საკითხავი
 
2025/01/26/kuwvpfnnvh83sd1.png

ბელარუსში საპრზიდენტო არჩევნები გაიმართა. საარჩევნო უბნები უკვე დაიხურა.

სახელმწიფო მედიის ეთერში გასული ეგზიტპოლის თანახმად, 87.6%-ით გამარჯვებულად ისევ ალექსანდრ ლუკაშენკო ცხადდება. საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლა გრძელდება.

არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ლუკაშენკო ქვეყნის პრეზიდენტი მეშვიდე ვადით იქნება.

დღეს, ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა - საარჩევნო უბნები დილიდან გაიხსნა. ამომრჩეველთა სიებში 6,9 მილიონზე მეტი ადამიანია შეყვანილი.

ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, 5 325 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი - აქედან 207 საავადმყოფოებში, სანატორიუმებში და დროებითი განთავსების სხვა ადგილებში. საარჩევნო უბნები არ გახსნილა საზღვარგარეთ.

ბელარუსში 1995 წლიდან ეუთოს (OSCE) მიერ არცერთი არჩევნები არ ყოფილა აღიარებული, როგორც თავისუფალი და სამართლიანი. 

პრეზიდენტობას ქვეყნის ისტორიაში ერთადერთი ლიდერი, ალექსანდრ ლუკაშენკო მე-7 ვადით გეგმავს. ის ბელარუსს 1994 წლიდან მართავს. სწორედ ამ წელს ჩატარდა პირველი საპრეზიდენტო არჩევნები.

ლუკაშენკოს გარდა, ბელარუსის პრეზიდენტისთვის კიდევ ოთხი კანდიდატი იბრძვის: ბელორუსის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ოლეგ გაიდუკევიჩი; შრომისა და სამართლიანობის რესპუბლიკური პარტიის ლიდერი ალექსანდრე ხიჟნიაკი; ბელორუსის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი სერგეი სირანკოვი; წინა არჩევნების ყოფილი კანდიდატი, მეწარმე, უპარტიო ანა კანოპაცკაია.


close დახურვა