დევნილთა პროტესტის 30-ე დღე
დევნილებები თითქმის ერთი თვეა საცხოვრებლი სახლებით დაკმაყოფილებას მოითხოვს. ისინი ამ დრომდე ჯანდაცვის სამინისტროს ფოეში ცხოვრობენ. მათი ნაწილი შიმშილობის დაწყებასაც აანონსებს.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს მიერ დაწესებული კრიტერიუმების დაკმაყოფილებას მათი უმრავლესობა ვერ ახერხებს.
დევნილები ამბობენ, რომ არ შეწყვეტენ აქციას იქამდე, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, სააგენტოში კი აცხადებენ, რომ დარჩენილი 273 ბინისათვის დარეგისტრირება უკვე დაიწყება.
გარდაბანში პედაგოგს ნაადრევი ქორწინების გაპროტესტებისთვის დაუპირისპირდნენ
გარდაბნის რაიონში გეოგრაფიის ქართულენოვან მასწავლებელ კაცს სოფლის უხუცესები ბოდიშის მოხდას აიძულებდნენ, რადგან მან ქორწინებისთვის გოგოს გატაცება საჯაროდ გააპროტესტა. როგორც პედაგოგმა ფეისბუკზე დაწერა, მისი ყოფილი მოსწავლე, რომელსაც დღეს უნივერსიტეტში პირველი ნაბიჯები უნდა გადაედგა, გარდაბნის თაზაქენიდან ძალით გაიტაცეს.
“ასეთი ნაძირლების, არაკაცებისა და ბინძური ადამიანებისგან შედგება ჩვენი თემი. ახლა ბინძურწვერიანი აღსაკალები დაიწყებენ, რომ შერიგდით და დასრულდეს ყველაფერი. ნაბიჭვრების საზოგადოება!’’ - დაწერა სოციალურ ქსელში გეოგრაფიის პედაგოგმა.
მასწავლებლის მიერ გამოთქმული საჯარო პროტესტით მოტაცებული გოგონა ოჯახს და სკოლას დაუბრუნდა, თუმცა სოფლის მცხოვრებლებმა მას იძულებით ბოდიში მოახდევინეს, ზეწოლა ვიდეოთი გადაიღეს და შემდეგ ფესიბუკში გაავრცელეს. გარდა ამისა, “სოფლის უხუცესებმა” სკოლის ადმინისტრაციას პედაგოგის სამსახურიდან გათავისუფლება მოსთხოვეს.
პოლიციის განყოფილებაში უკვე გმაოიკითხა მასწავლებელი. გამოძიება იძულების მუხლით მიმდიანრეობს.
შერმადინის მორიგი შედეგიანი მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში
საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა გიორგი შერმადინმა ესპანეთის ჩემპიონატში მატჩის MVP-ის ტიტულიც დაიმსახურა. საქართველოს ნაკრების ცენტრი შეხვედრის ყველაზე სასარგებლო მოთამაშედ დასახელდა.
მეოთხე ტურის შეხვედრაში "ტენერიფემ" საკუთარ მოედანზე „ობრადოირო“ გაანადგურა, ანგაღიშით - 96:76 . ორივე გუნდის რიგებში 100%-იანი რეალიზაციით ერთ-ერთი საუკეთესო იყო გიორგი შერმადინი, რომელმაც მოედანზე 26 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში მან 19 ქულა მოაგროვა, 8-ჯერ მოხსნა ფარიდან ასხლეტილი ბურთი და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
კატალონიელი ლიდერების დაკავების ორდერი გაიცა
ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ 9 კატალონიელ ლიდერს 9-დან 13 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა 2017 წლის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის გამართვის გამო. Მათ შორის არის კატალონიის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი კარლეს პუჩდემონი, რომელსაც ხალხის ამბოხებისკენ მოწოდება და სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა ედება ბრალად. პუჩდემონი 2017 კატალონიის რეფერენდუმის შემდეგ ბელგიაში გაიქცა.
9 წელს გაატარებენ საპატირმო დაწესებულებაში კატალონიის პარლამენტის ყოფილი სპიკერი, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და იუსტიციის მინისტრი. Მათ აგრეთვე ბრალად ედებათ ამბოხების მოწყობა და ცენტრალური ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობა.
BBC-ის ცნობით, ყველა ბრალდებული დანაშაულს უარყოფს, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილებას ბარსელონაში ათასობით ადამიანი აპროტესტებს. ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში მსვლელობები მოეწყო. კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეებმა ბარსელონას აეროპორტმდე მისასვლელი გზები დაბლოკეს.
გიბრალტარი VS საქართველო
დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე შეხვედრას სტუმრად გიბრალტარის წინააღმდეგ გამართავს. თამაში თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
ევრო 2020-ის შესარჩევის D ჯგუფში საქართველოს ნაკრები მეოთხე ადგილს იკავებს მოპოვრბუკი 5 ქულით და მხოლოდ ჯგუფის აუდსაიდერს, გიბრალტარს უსწრებს, რომელსაც ყველა მატჩი წაგებული აქვს.
მზის ენერგიაზე მომუშავე მანქანების შეჯიბრი ავსტრალიაში
24 ქვეყნის 40-ზე მეტმა გუნდმა ავსტრალიის ქალაქი დარვინი დატოვა და კონტინენტის სამხრეთში ქალაქ ადელაიდასკენ გაემართა. სამი ათას კილომეტრიანი გზა გუნდებმა მზის ენერგიაზე მომუშავე მანქანებით უნდა გაიარონ.
შეჯიბრი 1987 წელს დაარსდა და ყოველ ორ წელიწადშიერთხელ იმართება. მისი მიზანი დაარსებიდან მოყოლებული ისეთი მანქანის შექმნაა, რომელიც სამი ათას კილომეტრს 50 საათში დაფარავს. თუმცა მონაწილე მანქანების უმრავლესობას სავარაუდოდ ერთი კვირა დასჭირდება ქალაქ ადელაიდამდე ჩასასვლელად, რადგან მათი მაქსიმალური სიჩქარე 90 - 100 კმ. სთ.-ა და მათ გადაადგილება მხოლოდ საღამოს 5 საათამდე შეუძლიათ, სანამ მზე ჩასვლას დაიწყებს.