ამ დრომდე გაუხსნელია აქციების მონაწილეზე თავდასხმის საქმე. ვახო ფიცხელაური ნიღბიანებმა გაიტაცეს. ხელწერა ნაცნობია - ფიზიკური ანგარიშსწორება და ტელეფონის წართმევა. სამოქალაქო აქტივისტს მაშინ დაესხნენ თავს, როცა მაღაზიაში მიდიოდა. უცნობია, ამოიღო თუ არა პოლიციამ კამერების ვიდეო-მასალა, თუმცა ოჯახისთვის კადრები მიუწვდომელია. ფიცხელაური აქტიურად იბრძვის რეჟიმის წინააღმდეგ.
ხელისუფლებისგან წახალისებული ძალადობა
27 იან 202520:18
3 წუთის საკითხავი