logo
ENG



მოსამართლე ნატო ხუჯაძემ სინდისის პატიმარი, საბა სხვიტარიძე პატიმრობაში დატოვა

28 იან 202513:59
3 წუთის საკითხავი
 

პროევროპული საპროტესტო აქციების დროს დაკავებული საბა სხვიტარიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ პატიმრობაში დატოვა.

საბა სხვიტარიძეს ბრალი 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საბა სხვიტარიძემ არაერთხელ აღნიშნა, რომ ის პოლიციელებმა გაიტაცეს და აწამეს.

 

 


close დახურვა