logo
ENG



ლილოში ძლიერი ხანძარია - ცეცხლი დაახლოებით 5000 კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული

28 იან 202517:30
3 წუთის საკითხავი
 
2025/01/28/e294bb913gakze1.jpg

ლილო მოლის ტერიტორიაზე ხანძარია. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი 5 ათას კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული. 

როგორც ცნობილია, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. სავაჭრო ცენტრის მთელი ტერიტორიიდან ხალხის ევაკუაცია უკვე მოხდა - დაშავებულების შესახებ ცნობილი არ არის.

წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთი მაღაზიის საწყობის ელექტროგაყვანილობიდან გაჩნდა.

ცეცხლი, ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე, 2 საათზე მეტი ხნის წინ გაჩნდა.

 

 

 

 


close დახურვა