logo
ENG



ოლიგარქის გუნდის ჩავარდნილი მისია და უარი ასამბლეაში მუშაობაზე

30 იან 202521:55
3 წუთის საკითხავი
 

26 წლის წინანდელი საეტაპო მიღწევა საქართველოს ისტორიაში ქართული ოცნების რეჟიმმა ერთი ხელის მოსმით ჩამოშალა. ევროპისკენ სვლის ნაცვლად, ე.წ. ხელისუფლებამ დასავლეთისგან იზოლაცია კიდევ უფრო გააღრმავა -  ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობა შეაჩერა, მაგრამ მას შემდეგ, რაც PACE-მ მას პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა მოსთხოვა. გარდა ამისა, უპრეცედენტოდ მწვავე რეზოლუციით გააკრიტიკა და ყველა უფლებაც ჩამოართვა.

ქართული ოცნების მხარეს კი მთავარი დასამახსოვრებელი დოკუმენტი იყო განცხადების ფურცელი PACE-ში მუშაობის შეჩერების შესახებ, რომელიც თეა წულუკიანმა წაიკითხა. ე.წ. დეპუტატმა, რომელმაც კარიერა სტრასბურგში ხანგრძლივი მუშაობით დაიწყო. 


close დახურვა