logo
ENG



2020 საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ყველაფერი კარგად იქნება და ანაკლიის პორტიც აშენდება - გიორგი ვაშაძე

15 ოქტ 201914:46
3 წუთის საკითხავი
 
2tb39kh7odb65k3.jpg

„ახალი საქართველოს“ დამფუძნებლის გიორგი ვაშაძის განცხადებით, 2020 საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ყველაფერი კარგად იქნება და ანაკლიის პორტიც აშენდება. ვაძაძე მიიჩნევს, რომ ანაკლიის პორტი ივანიშვილის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ აშენდება ისე, როგორც დაგეგმილი იყო.

„ერთი წელი უნდა დაველოდოთ, რამენაირად უნდა მოვითმინოთ ყველაზე ნაკლები მავნებლობა უნდა ჩავადენინოთ „ქართულ ოცნებას,“ დანარჩენი, ერთი წლის შემდეგ როცა საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება და ანაკლიას ავაშენებთ კერძო ინვესტორებთან და ბიზნესებთან ერთად. ორ-სამ წელიწადში თქვენ ნახავთ ანაკლიის ადგილზე რამხელა განვითარების ცენტრს შევქმნით,“ - განაცხადა ვაშაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ ჩუგოშვილი კი მიიჩნევს, რომ დღეს მხოლოდ შუალედური ვადა იწურება და კონსორციუმს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესასრულებლად, დრო წლის ბოლომდე აქვს.

„მე რამდენადაც ვხვდები, ეს არიან არა საბოლოო, არამედ გარკვეული შუალედური ვადა. კონსორციუმს კონტრაქტით გაგრძელებული ვადა წლის ბოლომდე აქვს. ამ ეტაპზე უნდა უზრუნველყონ შუალედური ვალდებულებების შესრულება დღის ბოლომდე,“ - განაცხადა ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ანაკლიის კონსორციუმს ვალდებულებების შესასრულებლად ვადა დღის ბოლომდე ეძლევა. იმ შემთხვევაში, თუ კონსორციუმი საღამოს 06:00 საათამდე ინვესტორებთან გამორმებულ ფინანსურ ხელშეკრულებებს ვერ წარადგენს, შესაძლოა მთავრობამ კონსორციუმთან დადებული შეთანხმება გააუქმოს.

 


close დახურვა