logo
ENG



მაკლირმა და უილსონმა ბრიტანეთის საგარეო მინისტრს ივანიშვილის სანქცირებისკენ მოუწოდეს

03 თებ 202522:57
3 წუთის საკითხავი
 
2025/02/03/7kafs72nvsh2w75.jpg

დიდი ბრიტანეთის დეპუტატი ჯეიმზ მაკლირი წერს, რომ რესპუბლიკელ კონგრესმენ ჯო უილსონთან ერთად დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდა. 

"ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ქართველ ხალხს და მათ ბრძოლას დემოკრატიისთვის. დიდმა ბრიტანეთმა უნდა იმოქმედოს, ახლა. ამ შაბათ-კვირას საქართველოში მომხდარი ძალადობა ადასტურებს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა. ჯო უილსონმა და მე მოვუწოდეთ საგარეო საქმეთა მინისტრს, სანქციები დაუწესონ ივანიშვილს - პუტინის მარიონეტ ოლიგარქს", - წერს ის X-ზე. 


close დახურვა