logo
ENG



ზურაბიშვილი საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო კომიტეტის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა

05 თებ 202518:39
3 წუთის საკითხავი
 
2025/02/05/ht0r7uct28l1gew.jpg

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტის პრეზიდენტს, ბრუნო ფუქსს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაცია ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

ზურაბიშვილის ცნობით, ბრუნო ფუქსთან ქართული ოცნების რეპრესიული პოლიტიკისა და მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობის მიზნით შემოღებულ კანონებზე ისაუბრა.

"სატელეფონო საუბარი საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტის პრეზიდენტთან ბრუნო ფუქსთან.

მმართველი რეჟიმის რეპრესიული პოლიტიკა და მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობის მიზნით შექმნილი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებები

საქართველოს საგარეო კურსის ცვლილება, ორთვიანი უწყვეტი პროტესტი და ხალხის ურყევი ნება იბრძოლოს ევროინტეგრაციისა და თავისუფლებისთვის", - წერია განცხადებაში.

 

close დახურვა