
ფინეთის მთავრობამ განსახილველად წარადგინა კანონპროექტი, რომელიც გულისხმობს ქვეყანაში უძრავი ქონების შეძენა უცხოელების მიერ აკრძალოს იმ სახელმწიფიოებისთვის, რომლებიც "აგრესიულ ომს" აწარმოებენ ან საფრთხეს უქმნიან ეროვნულ უსაფრთხოებას.
"ინიციატივის მიზანია შეზღუდოს რუსეთის მოქალაქეების შესაძლებლობა შეიძინონ უძრავი ქონება ქვეყანაში", - განაცხადა ფინეთის თავდაცვის მინისტრმა ანტი ჰაკანენმა.
ჰაკენის თქმით, რუსეთის ფედერაცია ისევ საფრთხეს უქმნის ევროპაში უსაფრთხოებას და მოქალაქეების შეძენილი უძრავი ქონება შეიძლება„მტრული გავლენის განსახორციელებლად“ გამოიყენონ.