უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია ახალ პარლამენტში ყოფნას არ გეგმავს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში დარჩენასაც არ გამორიცხავს.
როგორც ქანთარიამ აღნიშნა, ამ თემაზე ბიძინა ივანიშვილთან ჯერ არ უსაუბრია და აღნიშნავს, რომ ეს მისი პირადი შეხედულებაა.
„ორი მოწვევის პარლამენტი სრულიად საკმარისია ერთი ადამიანისთვის. თუმცა თუ იქნება იმის აუცილებლობა, რომ მე საჭირო ვარ, რა თქმა უნდა გუნდთან შეთანხმებით დავდგები იქ, სადაც მოითხოვს ვითარება და გარემოება. ბიძინა ივანიშვილთან ამაზე ჯერ არ მისაუბრია, ეს ჩემი პირადი განცდაა,“ - ნუკრი ქანთარია.
არსებული ინფორმაციით, უკვე დაწყებულია კონსულტაციები, საპარლამენტო სიაზე, რომლითაც „ქართული ოცნება“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე წარსდგება.
