logo
ENG



ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა

10 თებ 202513:28
3 წუთის საკითხავი
 
2025/02/10/y2ppp7ppz2tjpfb.png

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ენუქიძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

ვაჟა გაფრინდაშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან.

კერძოდ კი იმას, რომ ის 27 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და გზა ხელოვნურად იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.


close დახურვა