logo
ENG



თბილისი ენერჯი გაზმომარაგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

11 თებ 202516:30
3 წუთის საკითხავი
 
2025/02/11/silrp4tvojdzjhg.jpg

თბილისი ენერჯი გაზმომარაგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ცდილობენ, 23:00 საათისთვის გაზი ყველა აბონენტს მიაწოდონ.

"ამ წუთის მონაცემებით:  დიდუბე-დიღომი: 19 700 აბონენტი - სრულად ჩართულია  ვაკე-წყნეთი : 43 900 - ჩართულია 55% - მიმდინარეობს 19 755 ჩართვა.  საბურთალო ნუცუბიძე : 87 200 აბონენტი - ჩაირთო 55% - მიმდინარეობს 39 240 აბონენტის ჩართვა. სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება. კომპანია სრული რესურსით ჩართულია, რომ ყველა აბონენტს მივაწოდოთ გაზი 23:00 საათამდე", - ვკითხულობთ განცხადებაში. 

9 თებერვალს კომპანიამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ დაუდგენელი მიზეზის გამო, სავარაუდოდ, მესამე პირის ჩარევის შედეგად, დაზიანდა ცენტრალური 500-მილიმეტრიანი გაზსადენი, რომელიც ამარაგებს ვაკე-საბურთალოს. 


close დახურვა