
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა.
ტრამპის თქმით, პუტინთან უკრაინასა და სხვა საკითხებზე ისაუბრა და როგორც ტრამპი აღნიშნავს, ამ საუბრის დეტალების შესახებ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის აცნობებს.
"მე, ახლახან მქონდა ხანგრძლივი და უაღრესად პროდუქტიული სატელეფონო საუბარი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. ჩვენ განვიხილეთ უკრაინა, ახლო აღმოსავლეთი, ენერგეტიკა, ხელოვნური ინტელექტი, დოლარის სიმძლავრე და სხვადასხვა საკითხი.
ჩვენ, ორივემ ვიფიქრეთ ჩვენი ერების დიდ ისტორიასა და იმ ფაქტზე, რომ ჩვენ ერთად ასე წარმატებით ვიბრძოდით მეორე მსოფლიო ომში, გვახსოვდა, რომ რუსეთმა დაკარგა ათობით მილიონი ადამიანი და ჩვენც ასევე დავკარგეთ ამდენი!
ვისაუბრეთ ჩვენი ერების ღირსებებზე და სამომავლოდ, ჩვენი ერთად მუშაობის დიდ უპირატესობაზე, მაგრამ პირველ რიგში, ჩვენ შევთანხმდით, რომ უნდა შევაჩეროთ მილიონობით სიკვდილი რომელიც რუსეთ-უკრაინის ომში ხდება.
პრეზიდენტმა პუტინმა ჩემი საარჩევნო კამპანიის სლოგანიც კი გამოიყენა საუბრისას “საღი აზრის” შესახებ - ჩვენ ორივეს ამ გვჯერა უკანასკნელის.
ჩვენ შევთანხმდით, რომ ერთად ვიმუშავებთ, ძალიან ახლოს, რაც მოიაზრებს ერთმანეთის ქვეყნებში ვიზიტებს.
ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ ჩვენი შესაბამისი გუნდები დაუყოვნებლივ დაიწყებდნენ მოლაპარაკებებს და დავიწყებთ უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან ზარით, რათა ვაცნობო ამ საუბრის შესახებ.
მე ვთხოვე სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს, CIA-ს დირექტორს ჯონ რეტკლიფს, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს მაიკლ ვალცს და ელჩს და სპეციალურ წარმომადგენელს სტივ ვიტკოვს, წარმართონ მოლაპარაკებები, რომლებიც, ჩემი აზრით, წარმატებული იქნება.
მილიონობით ადამიანი დაიღუპა ომში, რომელიც არ მოხდებოდა მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, მაგრამ ეს მოხდა, ამიტომ ის უნდა დასრულდეს", - წერს ტრამპი.