logo
ENG



შიმშილობის 30-ე დღეს თემურ ქათამაძე კლინიკაში გადაიყვანეს

15 თებ 202518:50
3 წუთის საკითხავი
 
2025/02/15/q1o7xwpz6cfzctl.jpg

ბათუმის პროევროპული აქციების მედროშე, თემურ ქათამაძე (გაფფარ ილმაზი), რომელიც 30 დღეა შიმშილობს, იზოლატორიდან კლინიკა ჰელსიკორში გადაიყვანეს.

ინფორმაცია ამის შესახებ ბათუმელებს ქათამაძის მეგობარმა დაუდასტურა.

"დილით ვნახე – ფიზიკურად ძალიან დასუსტებულია, გამხდარი და გაუპარსავი, თუმცა სულიერად ისევ მტკიცეა. აქტიურად აგროვებს საბუთებს თავისი საქმისთვის. ახლახან ადვოკატს ვესაუბრე და მითხრა, რომ უკვე კლინიკაშია," – განაცხადა ნინო კაკულიამ.

ქათამაძის ინტერესების დამცველის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატის, მარიამ გაბროშვილის თქმით, აქტივისტი კლინიკაში აუცილებელი სამედიცინო გამოკვლევებისთვის გადაიყვანეს.


close დახურვა