logo
ENG



იუკნევიჩიენე: 80 დღე ქუჩებში საქართველოს ევროპული ოცნებისთვის, თქვენ ევროპის გმირები ხართ

15 თებ 202522:45
3 წუთის საკითხავი
 
2025/02/15/aio7s74h7u99svv.png

80 დღე ქუჩებში საქართველოს ევროპული ოცნებისთვის, თქვენ ევროპის გმირები ხართ! - ამის შესახებ ევროპარლამენტის საქართველოზე მუდმივი მომხსენებელი, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე X-ზე წერს.

"80 დღე ქუჩებში საქართველოს ევროპული ოცნებისთვის. თქვენ ხართ ევროპის გმირები! ევროპის ქვეყნების ლიდერებო, შეხედეთ საქართველოს," - წერს იუკნევიჩიენე.

პოსტში ევროპარლამენტარს მონიშნული ჰყავს ევროპის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპარლამენტში "ევროპული სახალხო პარტიის" ჯგუფი და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.


close დახურვა