logo
ENG



ფიშერი: ევროკავშირი არ აღიარებს აფხაზეთში გამართულ უკანონო არჩევნებს

16 თებ 202514:02
3 წუთის საკითხავი
 
2025/02/16/4zj9je3cj9gow3t.png

საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი, X-ზე წერს, რომ ევროკავშირი არ აღიარებს 2025 წლის 15 თებერვალს აფხაზეთში ჩატარებულ უკანონო ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს.

გერმანელი დიპლომატის განცხადება დასრულებულია პოსკრიპტუმით, სადაც ის კიდევ ერთხელ უარყოფს მოსაზრებას „deep state“-ის გავლენაზე ევროკავშირში, რომელზეც საქართველოს ხელისუფლება ხშირად საუბრობს.

"მე კვლავ უარვყოფ ცრუ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც – რაც, სხვათა შორის, გამოგონილია – deep state ევროკავშირზე გავლენას ახდენს," – წერს პეტერ ფიშერი.


close დახურვა