
თბილისში 20 წლის კაცი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახი ახალგაზრდას ორი დღის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდა.
როგორც სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი წერს, ის თანატოლებმა ერთ-ერთის მეგობრის სახლში მოკლეს, რის შემდეგ ცხედარი დატოვეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
როგორც შს სამინისტროში ფორმულას განუცხადეს, პოლიციამ უკვე დააკავა 3 პირი.
გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს - 108-ე, რაც მკვლელობას გულისხმობს და 376-ე, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.