logo
ENG



ყაველაშვილის ადმინისტრაცია მკვლელობაში ეჭვმიტანილის წარსულში შეწყალებას უარყოფს

23 თებ 202517:22
3 წუთის საკითხავი
 
2025/02/23/1lariey2uj2cqnp.png

ოცნების პრეზიდენტის ადმინისტრაცია გიორგი პაპაშვილის შეწყალების ფაქტთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

"ვეხმიანებით, ტელეკომპანია "პირველის" მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს, 23 წლის ახალგაზრდის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა პირმა, გიორგი პაპაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ განხორციელებული შეწყალების აქტის შედეგად დატოვა საპატიმრო.

გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და პირდაპირ ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და პრეზიდენტის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას.

მოვუწოდებთ აღნიშნულ ტელეკომპანიას, გამოასწორონ შეცდომა და თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან", - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა