logo
ENG



ზურაბიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს შეხვდა

26 თებ 202519:29
3 წუთის საკითხავი
 
2025/02/26/dct7mk6aksyfmmt.jpg

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპარლამენტარს, რასა იუკნევიჩიენეს შეხვდა.

ზურაბიშვილის ცნობით, მან ევროპარლამენტართან შეხვედრისას ახალი არჩევნების გეგმა წარადგინა. 

"შევხვდი ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს საქართველოს წინსვლის გზაზე სასაუბროდ. წარვადგინე ახალი არჩევნების გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიული და გამჭვირვალე პროცესის ჩატარებას. მადლობელი ვართ ახალ არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენი ევროპელი პარტნიორების მუდმივი მხარდაჭერისთვის", - წერს ზურაბიშვილი X-ზე.


close დახურვა