logo
ENG



ზელენსკი თეთრი სახლის დატოვების შემდეგ: გვჭირდება სამართლიანი მშვიდობა, ამისთვის ვმუშაობთ

28 თებ 202523:22
3 წუთის საკითხავი
 
2025/02/28/h35xauy90238ig6.png

თეთრ სახლში ვიზიტის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში პირველი კომენტარი გამოაქვეყნა.

"გმადლობთ, ამერიკა, გმადლობთ თქვენი მხარდაჭერისთვის, გმადლობთ ამ ვიზიტისთვის. გმადლობთ, პრეზიდენტო, კონგრესო და ამერიკის ხალხო.
უკრაინას სჭირდება სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა, და სწორედ ამისთვის ვმუშაობთ", - წერს ზელენსკი.

შეგახსენებთ, დღეს, თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.

ზელენსკისა და ტრამპის პრესკონფერენცია გაუქმდა, უკრაინის წარმომადგენლებმა თეთრი სახლი დატოვეს.


close დახურვა