logo
ENG



სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა მძღოლს, რომელიც ბაჩიაშვილს საზღვრის გადაკვეთაში დაეხმარა

07 მარ 202518:38
3 წუთის საკითხავი
 
2025/03/07/kdqkhdei7k34rmk.jpg
ნეთგაზეთი

შოთა ქარუმიძეს, რომელიც გიორგი ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დაეხმარა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო.

შოთა ქარუმიძეს ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 25-344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარებას გულისხმობს და ითვალისწინებს ჯარიმას ან პატიმრობას 3-დან 5 წლამდე.

ბრალდებული ბრალს აღიარებს. 

***

4 მარტს გიორგი ბაჩიაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ საქართველო დატოვა და მიზეზად დაასახელა მიღებული ინფორმაცია მის უსაფრთხოებაზე რეალური საფრთხის შესახებ.

5 მარტს პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო კვეთაზე ბრალი წარუდგინა. გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

***
6 ივლისს ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

პროკურატურა თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი ბაჩიაშვილის ბიძინა ივანიშვილის ფულის მითვისებას ედავება.

ბაჩიაშვილი 2013-2019 წლებში თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი იყო, ამჟამად კი მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას იკავებს.

პროკურატურა მას 39 მილიონი დოლარის მითვისებას ედავება.

პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა 2015 წლის ზაფხულში, მის მიერ პირადად მობილიზებული და ინვესტორის მიერ გადაცემული თანხებით კრიპტოვალუტა - ბიტკოინის გამომუშავება/მაინინგში ინვესტიცია განახორციელა.


close დახურვა